გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს
ეწვევა. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის პრეს-სპიკერი შტეფან ზაიბერტი განცხადებას ავრცელებს.
"გერმანიის ფედერალური კანცლერი, ქალბატონი ანგელა მერკელი, 2018 წლის 23-25 აგვისტოს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.
მერკელი პოლიტიკურ შეხვედრებს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, (ეკონომიკური ურთიერთობების ჩათვლით) და ასევე ევროპულ და საგარეო პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით გამართავს. დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება."-ნათქვამია განცახადებაში.
