ირაკლი კობახიძე: გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია
 ირაკლი კობახიძე: გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია
16:22 20.08.2018
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანია საქართველოს უმთავრესი მხარდამჭერია და ამას საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტიც ადასტურებს.

"გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია და ეს დასტურდება იმითაც, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა ანგელა მერკელი, ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და შესაბამისად, ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენი ურთიერთობების - გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


მისივე თქმით, გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გერმანიას ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია ევროკავშირში.

"გერმანიასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ორმხრივი თვალსაზრისით და აგრეთვე იმ თვალსაზრისითაც, რომ გერმანიას უკავია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირში - გაერთიანებაში, რომლის წევრობისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. აქედან გამომდინარე, ჩვენი კავშირები გერმანიასთან არის მყარი. მათი მხარდაჭერა არის ძალიან ძლიერი და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ბეჭდვა