მიხეილ სააკაშვილი: თბილისში ჩასასვლელად ვემზადები
მიხეილ სააკაშვილი: თბილისში ჩასასვლელად ვემზადები
14:04 18.08.2018
საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ მას საქართველოს გადარჩენა სურს, თბილისში ჩამოსვლას აპირებს.

როგორც სააკაშვილმა უკრაინულ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ძლიერი კანდიდატი ყავს, რომელიც ყველა კვლევებით ლიდერობს.

"ჩვენთან, საქართველოში შემოდგომით საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ჩვენ ძალიან ძლიერი კანდიდატი გვყავს, რომელიც ამჟამად, ყველა გამოკითხვის თანახმად, ყველაზე პოპულარულია. საერთოდ, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ყველა გამოკითხვის შედეგებით ვლიდერობთ...

როგორც კი ისინი [„ქართული ოცნება“] წააგებს არჩევნებს... დიახ, ისინი წააგებს. ბუნებრივია, შეეცდებიან არჩევნების გაყალბებას, ისინი ამისთვის უკვე ემზადებიან, მაგრამ ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ, არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს... მეც ვემზადები თბილისში ჩასასვლელად, რადგან ჩემი ქვეყნის გადარჩენა მსურს"-დასძინა სააკაშვილმა.

p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.nsp.ge

ბეჭდვა