სოზარ სუბარი: დავით უსუფაშვილი ყველაფერს საკუთარი ვიწრო პარტიული გადმოსახედიდან უყურებს
სოზარ სუბარი: დავით უსუფაშვილი  ყველაფერს საკუთარი ვიწრო პარტიული გადმოსახედიდან  უყურებს
17:44 16.08.2018
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. სუბარის თქმით, უსუფაშვილი ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა რესპუბლიკელობიდან და ის ისევ ყველაფერს საკუთარი ვიწრო პარტიული გადმოსახედიდან უყურებს.

"ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის გამოთქმა მახსენდება, მონოტორულ პარტიაზე თქვა, რომ ვერასდროს ვერ ამაღლდნენ რაღაც პიროვნულ დონეზე. პარტიით იწყება და პარტიით მთავრდება მათი მსოფლმხედველობა, მათი ინტერესი და ყველაფერი. აი, ამ ჩარჩოში დარჩა დავით უსუფაშვილი. ვერ გამოვიდა რესპუბლიკელობიდან ამ თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ პარტია დატოვა, ის საკუთარი ვიწრო პარტიული გადასახედიდან უყურებს ყველაფერს, მათ შორის ინსტიტუტებსაც" - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სასახლის ზომა კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირის ძალაუფლებასთან უნდა იყოს კავშირში, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე შენობის სარდაფის მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს.


ბეჭდვა