საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტობის კანდიდატის
დავით უსუფაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც მან პარლამენტზე იერიში მიიტანა.
თალაკვაძის თქმით, უსუფაშვილმა ასეთი განცხადებით საკუთარ წარსულ საქმიანობას მიაყენა ჩრდილი.
"რბილად რომ ვთქვათ, ეს განცხადება არ უხდებოდა დავით უსუფაშვილს ან დავით უსუფაშვილი არ უხდებოდა ამ განცხადებას. მან არა მხოლოდ ირაკლი კობახიძეზე, არამედ მთლიანად ჩვენს გუნდზე მიიტანა იერიში და პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე, გააკეთა ეს განცხადებები. ვფიქრობ, უსუფაშვილს შესაძლოა, არ სიამოვნებს, რომ ირაკლი კობახიძემ დაიწყო და დათქმულ ვადებში ბოლომდე მიიყვანა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც დადებითად შეაფასა ვენეციის კომისიამ", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სასახლის ზომა კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირის ძალაუფლებასთან უნდა იყოს კავშირში, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე შენობის სარდაფის მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს.
