საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი
აფხაზეთის ე.წ ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მშვიდობიანად დასრულებაში მმართველ პარტიას რუსეთი უშლის ხელს.
"ოკუპაციის მშვიდობიანი დასრულების მომხრეა საქართველო. ამისთვის ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკაც გაგვაჩნია და ამ ყველაფერს ახლახანს პარლამენტმაც დაუჭირა მხარი. მაგრამ ჩვენი ოკუპაციის პრობლემის დასრულებას, ბუნებრივია, პირველ რიგში, რუსეთი გვიშლიდა ხელს და რუსეთი არის ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის კუთხით ეფექტური ნაბიჯების გადადგმა გვიჭირს. დანარჩენზე საუბარი ძალიან რთულია, ვერ გეტყვით მიზეზებს, თუ რა იყო განცხადების საბაბი. ვფიქრობ, გააზრება სჭირდება ამ განცხადებას და ამიტომ უფრო მეტის თქმისაგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ" - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
