აშშ-ში საქართველოს ელჩმა აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო
აშშ-ში საქართველოს ელჩმა აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ დისკუსიაში  მონაწილეობა მიიღო
12:34 16.08.2018
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ დისკუსიაში: "ჩოლდ Pეაცე: თენ Yეარს აფტერ ტჰე ღუსსია-Gეორგია ჭარ – Aსსესსინგ ტჰე Iმპაცტ ონ Eუროპეან შეცურიტყ".

დავით ბაქრაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და 2008 წლის მოვლენები შეაფასა. ელჩმა ისაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ძირეული ნორმებისა და პრინციპების დარღვევაზე და აღნიშნა, რომ ამ ქმედებებით, რუსეთმა საშიში პრეცედენტი შექმნა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას საფრთხე შეუქმნა.

"რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთგული რჩება. ამავდროულად, საქართველო ინტენსიურად იყენებს ყველა საშუალებას ომის შედეგებითა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოებების ჩართულობისა და შერიგებისთვის. ამის მაგალითია საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა: "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ელჩმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთმა ეთნიკური წმენდის შედეგად ასიათასობით ადამიანი იძულებით ადგილნაცვალ პირად და ლტოლვილად აქცია, რომელთაც დღემდე არ ეძლევათ საშუალება ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლში. მან ასევე განიხილა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობები, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე გავრცელებული ძალადობის ცხადი მაგალითები.

დისკუსია "ამერიკის ხმის" მიერ იყო ორგანიზებული. საქართველოს ელჩთან ერთად, პანელზე სიტყვით წარდგნენ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი და აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში 2008-2009 კურტ უოკერი და აშშ-ის ეროვნული ინტერესის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, პოლ სანდერსი.

ბეჭდვა