ლევან იზორია: საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შესაძლოა მომავალ კვირაში გახდეს ცნობილი
ლევან იზორია: საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შესაძლოა მომავალ კვირაში გახდეს ცნობილი
15:58 15.08.2018

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლვან იზორიას განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ჯერ

კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს, თუმცა შესაძლოა, გუნდმა ამის თაობაზე შეჯერებული პოზიცია მომავალ კვირაშიც დააფიქსიროს.

"თქვენ იცით, ჩვენი გუნდის პოზიცია, რომ გუნდს არ ეყოლება საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი. ხოლო, თუ რა პოზიციას დაიჭერს ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით მმართველი პარტია, ამაზე გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც ახლო მომავალში გააჟღერებს. შესაძლოა ეს მომავალ კვირასაც მოხდეს,"- განაცხადა ლევან იზორიამ.

 

ბეჭდვა