საქართველოს ელჩმა, ბექა დვალმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ჯოზეფ კაბილა
კაბანგას რწმუნებათა სიგელი გადასცა.
ცერემონიის დასრულებისას საქართველოს ელჩს და კონგოს პრეზიდენტს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების და სხვადასხვა სფეროში პარტნიორული კავშირების განვითარების მზადყოფნას, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით.
აღსანიშნავია, რომ ეს არის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის აკრედიტაციის პირველი შემთხვევა.
