ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებიპარლამენტის თავმჯდომარემ,
ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა.
ირაკლი კობახიძემ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის განვითარებას ახალი ენერგია შემატა.
"თბილისში ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. ძალიან სწრაფი ტემპით და მაღალი ხარისხით კეთდება ეს ყველაფერი. დღეს ვიყავით ამის კიდევ ერთხელ თვითმხილველი და, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ კახი კალაძეს, რომელმაც ახალი ენერგია შემატა ქალაქის განვითარებას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ორბელიანის სახელობის მოედნის რეაბილიტაციის პროცესს თბილისის განვითარების ფონდი პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში ახორციელებს და მისი დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
