საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოს
გადაწყვეტილება ე.წ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მმართველი პარტიისთვის სახლმძღვანელოა.
აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრსისას გააკეთა.
"ჩვენთვის სახელმძღვანელოა სასამართლოს გადაწყვეტილება. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, კონკრეტული განაჩენი და უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ განაჩენის შესაბამისად" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ დეკანოზს, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
"ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სტრასბურგის მოსამართლეები საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გავრცელებულ კადრებს ნახავენ, ისინი თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ.
"მე პირადად მაქვს ნანახი უშუალოდ ის ვიდეო კადრები, რომლებიც გავრცელდა თავის დროზე საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ. როდესაც სტრასბურგის მოსამართლეები ამ კადრებს ნახავენ, ისინი ალბათ თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
