დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო კანიდატად დარეგისტრირდა
დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო კანიდატად დარეგისტრირდა
14:36 10.08.2018
„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დარეგისტრირდა.
უსუფაშვილი წლევანდელ არჩევნებზე სამი პარტიის - „შენების მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ეროვნულ ფორუმის“ საერთო კანდიდატი იქნება.
„შენების მოძრაობის“ წევრის, თენგიზ შერგელაშვილის თქმით, დღეიდან ხელმოწერების შეგროვება იწყება, რათა საბოლოო რეგისტრაცია მოხდეს.
„დღეიდან დავიწყებთ უკვე ხელმოწერების შეგროვებას, კანონით გათვალისწინებული ხელმოწერების რაოდენობას, რათა საბოლოო რეგისტრირება მოხდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავით უსუფაშვილი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, დღევანდელ მოცემულობაში მისი წარსულიდან, მისი საქმიანობიდან, 30 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველანაირად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დღეს გასაზღვრულ ფუნქციებს პრეზიდენტისა“- განაცხადა შერგელაშვილმა.

ბეჭდვა