ვილნიუსში 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ვილნიუსში 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
11:03 10.08.2018
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. ვილნიუსში, თბილისის სახელობის სკვერში, გაიმართა სოლიდარობის აქცია-ფლეშმობი „საქართველოს გაერთიანებისთვის“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლიეტუველმა და ქართველმა ახალგაზრდებმა.

ფლეშმობის მონაწილეებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, ოკუპაციის დაგმობის ნიშნად, სიმბოლურად გაწყვიტეს მავთულხლართები და გამთლიანებული საქართველოს რუკა გამოსახეს.

აქცია საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.
ბეჭდვა