ჯვრის მონასტრის საკითხზე მოლაპარაკებას საგარეო უწყება აწარმოებს
ჯვრის მონასტრის საკითხზე მოლაპარაკებას საგარეო უწყება აწარმოებს
18:37 28.02.2012
ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხს პრეზიდენტი პირადად აკონტროლებს.  ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯაგალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მოლაპარაკებას საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

"საქართველოს საპატრიარქოსთან შესაბამისი კომუნიკაციები დაწყებულია. ეს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების თემაა, რომელიც მრავალ საკითხს მოიცავს და საკმაოდ კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ყველა საკითხი, რომელიც ამ კონკრეტულ თემას ეხება ეკლესიასთან, საქართველოს საპატრიარქოსთან მჭიდრო კავშირის შედეგად გადაწყდება", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.





ბეჭდვა