ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, 2011 წლიდან ხორციელდება პროექტი, რომლის
ფარგლებშიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ქონების აღრიცხვა ხდება.
ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„რამდენადაც მახსოვს, 2011 წლიდან დაწყებულია პროექტი, რომელიც მოიცავს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქონების აღრიცხვას, აღრიცხვას და არა რეგისტრაციას. ეს აღრიცხვა სხვადასხა ტექნოლოგიებით მიმდინარეობდა და დღეის მდგომარეობით 67 ათასი ოჯახის ქონებაა აღრიცხული.
საკონსტიტუციო ცვლილებებმა ბევრ ცვლილებებთან ერთად განაპირობა პრეზიდენტისგან დელეგირება ამ ფუნქციის საქართველოს მთავრობაზე, რაც მოხდა კიდეც. ამასთან, სახელწოდება შეიცვალა ამ ინტეგრაციის შედეგად სამინისტრომ, ანუ განმახორციელებელმა და ეს ორი ტექნიკური იურიდიული ცვლილება იყო“- განაცხადა სერგეენკომ.
