„სახალხო კრების“ წევრი ლაშა ამირეჯიბი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად
კენჭს სავარაუდოდ დამოუკიდებლად იყრის.
როგორც „ნიუსპრესს“ ამირეჯიბმა განუცხადა, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას რომელიმე პარტიის სახელით, უფრო სავარაუდოა, რომ მან კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს.
რაც შეეხაბა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შალვა შავგულიძის დასახელებას, ამირეჯიბის თქმით, აღნიშნული ფაქტი მას ხელს არ შეუშლის და მისი პოლიტიკურ გეგმებს არ შეცვლის.
„შავგულიძის მაჟორიტარ დეპუტატად დასახელება არაფერს შეცვლის. შალვა ძალიან კარგი კაცია და წარმატებებს ვუსურვებ“- განაცხადა ლაშა ამირეჯიბმა.
მისივე თქმით, მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებში არჩევნებში ბოლომდე ბრძოლა და გამარჯვება შედის.
