საგარეო საქმეთა სამინისტროს ინდონეზიის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინდონეზიის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
11:02 09.08.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდონეზიის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 5 აგვისტოს, ინდონეზიის რესპუბლიკაში, კუნძულ ლომბოკზე მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის გარდაცვალების გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ მძიმე წუთებში, თანადგომას უცხადებს ინდონეზიელ ხალხს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს; დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“- ნათქვამია განცხადებაში.


ბეჭდვა