დავით გამყრელიძე გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
დავით გამყრელიძე გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
10:11 21.07.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დღეს, გურიის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, მაჟორიტარების წარდგენის შემდეგ „ახალგაზრდა მემარჯვენეები“ ლიდერებთან ერთად აქციას - „არა მონოპოლიებს!“ გამართავენ.
დღესვე, მსგავსი აქცია ბათუმში სავაჭრო ცენტრში „ალამი“ ჩატარდება.
ბათუმის აქციაში „ახალი მემარჯვენეების“ აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

ბეჭდვა