საქართველოს რეგიონებში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დამატებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ასობით მილიონი ლარი იქნება საჭირო.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საღამოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის წევრებთან შეხვედრსიას განაცხადა.
„საბოლოო ჯამში, რასაც შედეგების სალიკვიდაციოდ და დამატებით სამუშაოებზე დავხარჯავთ 100-ობით მილიონზე გავა, მაგრამ კახეთში და ნებისმიერ სხვა რაიონში, რომელიც სტიქიამ დააზარალა, ამის გაკეთება ღირს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მას სტიქიით გამოწვეული ამ მასშტაბის გაჭირვება არ უნახავს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, 2-3 დღეში აღდგენითი სამუშაოები სწრაფი ტემპებით წარიმართება.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში უკვე მობილიზებულია სამეშენებლო კომპანიები.
