სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღეს განცხადებას გააკეთებს
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღეს განცხადებას გააკეთებს
12:32 06.08.2018
პარლამენტის წევრი, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს.
ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან იმყოფებოდა და მას დაგეგმილი განცხადების შესახებ აცნობა.
„ახლა მოვედი, რომ გავაფრთხილო პარლამენტის თავმჯდომარე, რომ დღეს 5 საათზე ვაკეთებ განცხადებას“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დეპუტატი განცხადებას 17:00 საათზე გააკეთებს.

ბეჭდვა