ლოგოპედური სკოლის მოსწავლეები განათლების უფლების გარეშე რჩებიან.
ამის შესახებ ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძიე აცხადებს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ ლოგოპედურ სკოლაში, რომელიც 45 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, 144 ბავშვი სწავლობდა.
"ეს სკოლა მოულოდნელად გააუქმეს, რადგან ამ ტერიტორიას საბაზრო ღირებულება გააჩნია. ბავშვები კი, თბილისის სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდნენ. ჩვენი ფრაქცია მიმართავს დიმიტრი შაშკინს და ყველა უფლებამოსილ პირს, მათ შორის პარლამენტის განათლების კომიტეტსაც, რომ მიაწოდონ ინფორმაცია თუ რატომ გადანაწილდნენ ბავშვები სხვადასხვა სკოლებში," – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ფრაქციის თავმჯდომარე დეპუტატებს მოუწოდებს, პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აღმასრულებელ ხელისუფლებაზე შესაბამისი კონტროლი განახორციელოს, რათა ლოგოპედური სკოლის მოსწავლეები განათლების უფლების გარეშე არ დარჩნენ.
