3-6 აგვისტოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გერმანიის ქალაქ ფრაიბურგს
ეწვევა, სადაც მაქს პლანკის უცხოეთის დასაერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სისხლის სამართლის რეფორმები პოსტსაბჭოთასაქართველოში და უკრაინაში. საქართველოსა და უკრაინის კანონმდებლობების ჰარმონიზაცია ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან. 25 წლისდამოუკიდებლობის შედეგები“.
ეკა ბესელია კონფერენციაში მონაწილეობას საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონფერენციაზე, ასევე, მოხსენებით წარდგება და საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში ბოლოპერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებს.
კონფერენციის მსვლელობისას განხილული იქნება სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: სამართალწარმოების ტრანსფორმაცია საქართველოში და სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ტენდენციები.
