შსს კახეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს კახეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს
16:21 20.07.2012
შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შსს ზარალის ლიკვიდაციისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში სტიქიის ღამესვე ჩაერთო.  
„საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ადმინისტრაციამ შექმნა რეაგირების 9 ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა ორი ბატალიონი და თელავის ადგილობრივი სპეცდანიშნულების დანაყოფი“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, შსს-ში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის, ქუჩებსა და ეზოებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და აღნიშნული დანაყოფები ადგილზე განკარგულების მიღებამდე დარჩებიან.
19 ივლისს ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ქარიშხალი და სეტყვა ახლდა, საქართველოს რეგიონები დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი კახეთს, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მიადგა. ამ დროისთვის ყველა რეგიონში ზარალის დათვლა და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ბეჭდვა