ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ „კარდაკარი“დაასრულა
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ „კარდაკარი“დაასრულა
16:00 20.07.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიამ „კარდაკარის“ საველე სამუშაოები დაასრულა.
ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.     
კაციტაძის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებიდან განახლებული ინფორმაცია უკვე მიიღეს, „კარდაკარის“ მონაცემებთან მისი შეჯერების საფუძველზე, ამომრჩეველთა სიის ძირითადი ვერსია შეიქმნება.
ამასთან, კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ 1-ელი აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე ამომრჩეველს საშუალება მიეცემა სიაში ხარვეზების შესწორებასთან დაკავშირებით კომისიას განცხადებით მიმართოს.

ბეჭდვა