პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლებმა ქვეყანაში მონოპოლიების არსებობა ზუგდიდში გააპროტესტეს.
ახალგაზრდა „მემარჯვენეებმა“ ზუგდიდის ქუჩებში აქცია გამართეს. საპროტესტო აქციაში პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ნაჭყებია მონაწილეობდნენ. მათ ახალგაზრდებთან ერთად, ქალაქის ქუჩებში მოსახლეობას ფლაერები დაურიგეს.
როგორც აქციის დასრულების შემდეგ მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, ქვეყანაში აუცილებელი პროდუქტების სიძვირე სწორედ მონოპოლიების დამსახურებაა.
„ის, რომ ქვეყანაში უმუშევრობაა, ვერ ვითარდება მცირე ბიზნესი, ესეც მონოპოლიებისა და ხელისუფლების „ქოლგის“ ქვეშ მყოფი კომპანიების ბრალია, რომლებიც არ იძლევიან ჯანსაღი კონკურენციის საშუალებას. ჩვენ არ ვებრძვით ბიზნესს, ჩვენ ვებრძვით მონოლპოლიებს ბიზნესში და ამ ბრძოლაში ყველა ოჯახი თანაგვიგრძნობს“ - განაცხადა ნაჭყებიამ.
