ქეთევან ციხელაშვილი: არაღიარების პოლიტიკის თაობაზე არანაირი განგაშის ზარი შემოსაკრავი არ გვაქვს
ქეთევან ციხელაშვილი: არაღიარების პოლიტიკის თაობაზე არანაირი განგაშის ზარი შემოსაკრავი არ გვაქვს
11:26 31.07.2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, არაღიარების პოლიტიკის თაობაზე რაიმე რისკი არ არსებობს.
ამის შესახებ ციხელაშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ არანაირი განგაშის ზარი შემოსაკრავი არაღიარების პოლიტიკის თაობაზე ან რაიმე რისკის თაობაზე არ გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა სახელმწიფო გააგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას პარტნიორებთან ერთად, რომ რუსეთის ამ მცდელობებს მომავალში არ ჰქონდეს არანაირი წარმატება,“-აცხადებს ციხელაშვილი.


ბეჭდვა