გიორგი გუგავამ „კრიმინალ-ოლიგარქთა გალერეის“ წევრები დაასახელა
გიორგი გუგავამ „კრიმინალ-ოლიგარქთა გალერეის“ წევრები დაასახელა
14:40 20.07.2012
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ „კრიმინალ-ოლიგარქთა გალერეა“ შეადგინა და დღევანდელ პრესკონფერენციაზე მათი წევრები დაასახელა.

პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, გალერეას წარმოადგენენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ წევრი კახა კალაძე, პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი გოგი თოფაძე, ამავე პარტიის წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ბეჟუაშვილი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნაყოფია, ექს პარლამენტარი ვალერი გელაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი.

გუგავას თქმით, ისინი არჩევნების წინ ხელოვნური დაპირისპირებით ხალხის მოტყუებას და ძალაუფლების შენარჩუნებას აპირებენ.

მისი განმარტებით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი „ლეიბორისტული პარტიის“ არჩევაა, რომელიც სოციალურ სამართლიანობასა და ეროვნულ ღირებულებებს დაიცავს.

„ლეიბორისტული პარტიის“ არჩევის შემთხვევაში, ოლიგარქებს ჩამოერთმევათ მოპარული ქონება და მდიდრების გადასახადი დაუწესდებათ“ - განაცხადა გუგავამ.

ბეჭდვა