ირაკლი ქარსელაძე: სიცრუეა, რომ 1 ლარი მაინც არის დახარჯული იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად
ირაკლი ქარსელაძე: სიცრუეა, რომ 1 ლარი მაინც არის დახარჯული იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად
15:42 30.07.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სიცრუეა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად, რაიმე თანხა დაიხარჯა.
ამ განცხადებით ქარსელაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სიუჟეტს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, არ მიეცა საშუალება საკითხზე განმარტება თუნდაც სატელეფონო ჩართვით გაეკეთებინა.

„ეს არის სიცრუე, რომ 1 ლარი მაინც არის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად და ამით თითქოს რაღაც შეღავათს ვუწევთ ბიძინა ივანიშვილს. ცალსახად ვაცხადებ ამას“- განაცხადა ქარსელაძემ.


ბეჭდვა