ეკა ბესელია: მოქმედმა პრეზიდენტმა და მომავალმა პრეზიდენტმა ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახადოს
ეკა ბესელია: მოქმედმა პრეზიდენტმა და მომავალმა პრეზიდენტმა ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახადოს
15:10 30.07.2018
მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია მოქმედ და მომავალ პრეზიდენტებს მოუწოდებს, ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადონ.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხარჯავს პრეზიდენტი ბიუჯეტის თანხებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხარჯავს პრეზიდენტი ბიუჯეტის თანხებს. ზოგიერთი 8-მილიონიანი დარღვევის საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმედ რომ მოიხსენიებს, დოკუმენტებით, რომელიც აღარ არის საიდუმლო, თუმცა გრიფის “საიდუმლო“ მოხსნა გვიან მოხდა, ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე ბრალი აქვს წარდგენილი. მნიშვნელოვანია, მოქმედმა პრეზიდენტმა და მომავალმა პრეზიდენტმა ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს“ - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

ბეჭდვა