საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ასაშვილმა სინგაპურის რესპუბლიკის
პრეზიდენტს ჰალიმა იაკობს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა პრეზიდენტის და საქართველოს ელჩის ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს საქართველო-სინგაპურის თანამშრომლობის პერსპექტივები. პრეზიდენტმა ელჩს სინგაპურში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.
სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ასაშვილმა, ასევე შეხვედრა გამართა სინგაპურის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე სპიკერთან ჩარლზ ჩონგთან. შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი.
