ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია დღეს, 27 ივლისს
პრესკონფერენციას გამართავს.
ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს.
ანგარიშის პრეზენტაცია პარასკევს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.
