საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრიფინგს ეხმიანება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო ის აქცენტები, რაც პრემიერმა გააკეთა მართვის ეფექტიანობის ზრდის საკითხზე.
„ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ მთავრობას რეგიონული პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში, რადგან ჩვენი კომიტეტისთვის, რომელიც რეგიონული პოლიტიკის განმსაზღვრელია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის აქცენტები, რაც პრემიერმა გააკეთა მართვის ეფექტიანობის ზრდის საკითხზე“- განაცხადა გაბუნიამ.
