საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-
მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა - დროული, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.
მისივე თქმით, პრიორიტეტული რეფორმები, რომელიც პრემიერმა დაასახელა, მიუთითებს რომ მას გამოწვევების არ ეშინია.
„მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა - დროული, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ხედვაც, ვადებიც, პრიორიტეტული რეფორმებიც, რომელიც პრემიერმა დაასახელა, მიუთითებს რომ მას გამოწვევების არ ეშინია. მისი ეს უპირატესობა უკვე გამოჩნდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების დაწევის ინიციატივის, ჭუბერის კრიზისზე რეაგირების, მთავრობის რესტრუქტურიზაციის და სხვა გადაწყვეტილებებში”- განაცხადა თალაკვაძემ.
