მამუკა ბახტაძემ შესაძლოა ყველა გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლოს
მამუკა ბახტაძემ შესაძლოა ყველა გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლოს
10:31 26.07.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს, სავარაუდოდ, ყველა გუბერნატორს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება ახალი სამსახური, რომელიც გუბერნატორების მუშაობას გაუწევს კურირებას და მას, სავარაუდოდ, სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.
ბეჭდვა