ვახტანგ მახარობლიშვილი წითელი ჯვრის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ვახტანგ მახარობლიშვილი წითელი ჯვრის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
17:44 25.07.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან კერემ კინიკთან შეხვედრა გამართა.

მინისტრის მოადგილემ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ჰუმანიტარული საქმიანობისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.


ბეჭდვა