ილია წულაია: გუშინდელი ინტერვიუ იყო დროული და საინტერესო
ილია წულაია: გუშინდელი ინტერვიუ იყო დროული და საინტერესო
15:24 25.07.2018
უმრავლესობის წევრის, ილია წულაიას განცხადებით, დღეს საქართველოს სჭირდება ხელისუფლებაში სწრაფი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიმღები.
მისივე თქმით, ივანიშვილის ჩადგომა პარტიის სათავეში ამის მოლოდინს აჩენს მოსახლეობაში.


"დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლებაში სწრაფი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიმღები, სჭირდება ძლიერი, მობილური მთავრობა და სწორად დაგეგმილი ეკონომიკური განვითარება. ივანიშვილის ჩადგომა პარტიის სათავეში ამის მოლოდინს აჩენს მოსახლეობაში და წარმატებას ვუსურვებ მას და მთელს ჩვენს გუნდს ამ გამოწვევების დაძლევაში"- განაცხადა წულაიამ.



ბეჭდვა