უმრავლესობის წევრის, გიორგი ხატიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სწორი აქცენტები გააკეთა
საპარლამენტო მმართველობის მოდელთან და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პარლამენტის აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკანონმდებლო ორგანოს როლი განუზომლად დიდია.
"ბიძინა ივანიშვილმა სწორი აქცენტები გააკეთა საპარლამენტო მმართველობის მოდელთან და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პარლამენტის აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით. საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკანონმდებლო ორგანოს როლი განუზომლად დიდია. ეს სწორედ ის მოდელია, რომელიც არსებითად საჭიროა, რათა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი საზოგადოება იმყოფება"- განაცხადა ხატიძემ.
