ეკა ბესელიას, როგორც პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრიზი გადასცა
ეკა ბესელიას, როგორც პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრიზი გადასცა
13:57 25.07.2018
„ეს პრიზი და აღიარება არის იმ შრომის შედეგი რაც მიმართულია საერთო საქმისთვის, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის. ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ იყოს ძლიერი პარლამენტი და ვემსახუროთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პრიზის გადაცემის შემდეგ.



ეკა ბესელიას, როგორც პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრიზი გადასცა. დეპუტატის აქტივობა შეფასდა რამდენიმე კრიტერიუმით, მათ შორის, ინიცირებული კანონებით და სიტყვით გამოსვლებით.



„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრიზი გადასცა, ასევე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, როგორც ყველაზე აქტიურ კომიტეტს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში წარმოადგინა IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევა, რომელიც 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.



ანგარიშის წარდგენის შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა და პრიზები გადასცა.


ბეჭდვა