პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სასამართლო სისტემის
სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ერთი წლისპროგრესის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მისივე თქმით, კიდევ უფრო გაზრდისსისტემის დამოუკიდებლობას, ხარისხს და ეფექტიანობას.
ღონისძიება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსმდივანმა, გიორგი მიქაუტაძემგახსნეს.
პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე სესია შემდეგ საკითხებზე: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა,ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემის ხარისხის და ეფექტიანობის უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, ასევე, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა, რენატე ვინტერმა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროკავშირის და ევროსაბჭოს სასამართლო მხარდაჭერის პროექტის, ასევე ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივიდაახლოების პროგრამის GIZ-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
