მმართველი გუნდის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის დამაკავშირებელი
ხიდი ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
მისივე თქმით, ივანიშვილის მთავარ ამოცანას ყოველთვის წარმოადგენდა შეხსენება გუნდისთვის, რომ სახელმწიფოს მართვა საზოგადოების გამოწვევების გადაჭრაზე ზრუნვით უნდა ხდებოდეს.
„ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოს განვითარების სწორი ხედვა, რომელიც საზოგადოების ინტერესებზე ზრუნვას ეფუძნება.
ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ბატონი ბიძინა არის დამაკავშირებელი ხიდი ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
ამიტომ, მის მთავარ ამოცანას ყოველთვის წარმოადგენდა შეხსენება გუნდისთვის, რომ სახელმწიფოს მართვა საზოგადოების გამოწვევების გადაჭრაზე ზრუნვით უნდა ხდებოდეს“- განაცხადა ოხანაშვილმა.
