საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკის
მიუხედავად, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილს სურდა მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად აქტივების ყიდვა, ტენდერს არავინ გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ეს პროექტები გრძელვადიან ინვესტიციას მოითხოვს და მას მხოლოდ ისეთი ადამიანი თუ დააფინანსებს, რომლისთვისაც მოგებაზე მეტად, ახლის აშენება არის მთავარი და თალაკვაძის აზრით, ასეთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი.
„გახსოვთ რა განცხადებებს აკეთებდა ოპოზიცია მიწისქვეშა პარკინგებზე - თითქოს ბიძინა ივანიშვილს სურდა ამ აქტივების ყიდვა შეღავათიან ფასად. როდესაც მერიამ ტენდერი გამოაცხადა მიწისქვეშა საპარკინგე ადგილებთან დაკავშირებით და 1 ლარად შესთავაზა კომპანიებს ეს პროექტები - კრიტიკოსები სადღაც გაუჩინარდნენ, არცერთი მათგანი არ გამოხმაურებია პროექტს და არც კერძო კომპანიები დაინტერესებულან. იცით რატომ? იმიტომ რომ, ეს პროექტები გრძელვადიან ინვესტიციას მოითხოვს და მას მხოლოდ ისეთი ადამიანი თუ დააფინანსებს, რომლისთვისაც მოგებაზე მეტად, ახლის აშენება არის მთავარი - ასეთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი.“- განაცხადა ივანიშვილმა.
