სოფო კილაძე: ივანიშვილის გამოსვლა იყო ძალიან არგუმენტირებული და სწორი, აქცენტები კი ძალიან მკაფიო და სამართლიანი
სოფო კილაძე: ივანიშვილის გამოსვლა იყო ძალიან არგუმენტირებული და სწორი, აქცენტები კი ძალიან მკაფიო და სამართლიანი
11:50 25.07.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც უანგაროდ უდიდეს საქმეს აკეთებს ჩვენი სამშობლოსთვის.

დეპუტატის სეფასებითვე, ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლა იყო ძალიან არგუმენტირებული და სწორი, მისი აქცენტები კი ძალიან მკაფიო და სამართლიანი.

"მან ისაუბრა დიდ მიღწევებზე, რომლებიც რეალურად გვაქვს და დიდი გამოწვევებზე, სიღარიბეზე, რომელიც ასევე რეალურად გვაქვს ქვეყანაში.

სამწუხაროა და უსამართლო იმ ადამიანების მხრიდან შეურაცხყოფა, რომელიც თითსაც არ ანძრევს საკუთარი სამშობლოსთვის. ისინი ასეთ იშვიათ პიროვნებებს ლანძღავს, იმის ნაცვლად რომ ხელი დაიკაპიწოს და ქვეყნის მშენებლობაზე ერთი აგური მაინც დადოს. ეს არის მავნებლობა საკუთრი ქვეყნის წინააღმდეგ, თორემ ამით ბიძინას ვერაფერს დააკლებს.

ისტორია ამას ყველაფერს შეაფასებს. საბედნიეროდ ძალიან ბევრია ჯანსაღი მიდგომის ადამიანი და საბედნიეროდ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთია"-აცხადებს დეპუტატი.




ბეჭდვა