თამარ ხულორდავამ ლევან მიქელაძის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
თამარ ხულორდავამ ლევან მიქელაძის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
18:16 24.07.2018
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაიცო ცენტრში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა დისკუსია თემაზე - „გზა ევროკავშირისკენ: პოლონეთისა და უნგრეთის გამოცდილება“.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ სპეციალურად მოწვეული ექსპერტები პოლონეთიდან და უნგრეთიდან: ადამ რაიხარტი და გერგელი რომსიჩი.
დისკუსიას მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თვამჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.
„ჩვენი მიზანი ნათელია - საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. უნდა ვიპოვოთ გზები ამ მიზნის მაქსიმალურად სწრაფად განსახორციელებლად. ჩვენმა პარტნიორებმა ევროპული ინტეგრაციის გზა წარმატებით გაიარეს. ჩვენს შორის საერთოა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, რომელიც აერთიანებს პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას, თუმცა განსხვავებები ალბათ უფრო მეტია. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების ევროკავშირსა და დღევანდელ ევროკავშირს შორის, ისევე როგორც ჩვენს რეალობასა და მაშინდელ პოლონეთსა და უნგრეთს შორის, დიდია განსხვავება, მაინც ძალიან საინტერესოა ჩვენი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს საკუთარი ქვეყნების - პოლონეთისა და უნგრეთის გამოცდილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
დისკუსია რიგით მეოთხე ღონისძიებაა პროექტის „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“ ფარგლებში.



ბეჭდვა