სოფიო ქაცარავა საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრებს შეხვდა
სოფიო ქაცარავა საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრებს შეხვდა
17:58 24.07.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ტექნოპარკში საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრებს შეხვდა.

სოფიო ქაცარავამ ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე და ასევე, ახალგაზრდების როლზე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში.


„დემოკრატია იწყება განათლებით. თქვენ, თქვენი წვლილი უნდა შეიტანოთ ქვეყნის წინსვლაში. თქვენს მომავალს თქვენვე ქმნით და აუცილებელია მოტივაცია ცვლილებებისა და ახლის შექმნისთვის. საქმისადმი თავდადება ყოველთვის რაღაც ეტაპზე დაგიფასდებათ და მიხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი საქმე გაგიკეთებიათ. მთავარია განათლების მიღება და საკუთარი თავის მოტივაცია. ნუ დაელოდებით სხვებს, რომ წაგახალისებენ. საკუთარ თავზე იმუშავეთ და ყოველთვის იპოვით თქვენს ადგილს. ჩვენი მიზანია საქართველო იყოს ეკონომიკურად ძლიერი და დემოკრატიული ქვეყანა, რაშიც თქვენ უნდა შეიტანოთ თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი“,- მიმართა ახალგაზრდა მეცნიერებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.



სოფიო ქაცარავასა და ახალგაზრდებს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მათი შესრულებიდან მიღებული სიკეთეების შესახებ.



საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრები ტექნოპარკში სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს ეუფლებიან და შეხვედრებს მართავენ პოლიტიკოსებთან.

ბეჭდვა