საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბერძენ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
„შეძრული ვარ საბერძნეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს მეგობარ ბერძენ ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“- განაცხადა კობახიძემ.
საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან, რომელიც თავდაპირველად ტყეს გაუჩნდა, შემდეგ კი საცხოვრებელ ტერიტორიაზეც გავრცელდა. სტიქიამ იმსხვერპლა 50-მდე ადამიანი,160-ზე მეტი კი დაშავდა.
