ნატო-ს სამიტზე გაჟღერებული გადაწყვეტილებით, ნიდერლანდების სამეფო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება
ნატო-ს სამიტზე გაჟღერებული გადაწყვეტილებით, ნიდერლანდების სამეფო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება
15:45 19.07.2018
ნატო-ს სამიტზე გაჟღერებული გადაწყვეტილებით ნიდერლანდების სამეფო ალიანსის სამეზობლოს, მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება.
ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, სადაც საუბარია ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს მოსაზღვრე ქვეყნების გაძლიერების მიზნით ნიდერლანდების სამეფოს მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნიდერლანდების სამეფო 1 მილიონ ევროს გამოყოფს ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდში და ხელს შეუწყობს საქართველოში, უკრაინაში, იორდანიაში, ტუნისსა და ერაყში დაგეგმილი პროექტების განხორციელებას.
„აღნიშნული კონტრიბუციით ნიდერლანდების სამეფო ინვესტიციას ახორციელებს ევროპის გარშემო სტაბილურობის შექმნისა და საკუთარი უსაფრთხოებისთვის“-განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა.

ბეჭდვა