გია ვოლსკი: დავით ჭიჭინაძის გარიცხვით ტრაგიკული გადაწყვეტილება არ მიგვიღია
გია ვოლსკი: დავით ჭიჭინაძის გარიცხვით ტრაგიკული გადაწყვეტილება არ მიგვიღია
15:00 19.07.2018
პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, გია ვოლსკის განცხადებით, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ტრაგიკული არაა.
მისივე თქმით, ჭიჭინაძე საკუთარი შეხედულებებითა და პრინციპებით გუნდთან წინააღმდეგობაში მოდის.
„ვერ ვიტყოდი, რომ დიდი ტრაგიკული გადაწყვეტილება მივიღეთ. ადამიანი, რომელიც თავისი შეხედულებებითა და პრინციპებით მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რასაც ჰქვია გუნდის შეხედულებები, თუნდაც ინტერესი, სტაბილურობის ინტერესი მაქვს მხედველობაში...
გაბრაზებით არაფერზე გავბრაზებულვართ, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ყოფს ადამიანებს ერთმანეთისგან გარკვეული პრინციპებით“- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ,  პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

ბეჭდვა