გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტებისა თუ მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გარკვეული მომსახურების გაწევა ფასიანი ხდება.
"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილება, პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დადგინდება საფასური, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განსაზღვრავს.
