ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
13:57 18.07.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა იმის შანსი, რომ გაემეორებინა თავისი 17%-ი შედეგი, თუმცა, ვაშაძით 17%-ი ეს გაუჭირდება.
ამის შესახებ კობახიძემ ოპოზიციური გაერთიანების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის დასახელების კომენტირებისას განაცხადა.


„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობა“ შეგნებულად დაასახელა სუსტი კანდიდატი. რა შეიძლება იდგეს ამის უკან, ეს შეიძლება მოგვიანებით გაირკვეს. რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს მათ უნდა ჰკითხოთ და ეს გაირკვევა მოგვიანებით”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბეჭდვა