ირაკლი კობახიძე: უახლოეს დღეებში აჭარას ეყოლება ისეთი მთავრობა, რომელიც წარმატებით გააგრძელებს ჩვენ მიერდაწყებულ საქმეს აჭარაში
ირაკლი კობახიძე: უახლოეს დღეებში აჭარას ეყოლება ისეთი მთავრობა, რომელიც წარმატებით გააგრძელებს ჩვენ მიერდაწყებულ საქმეს აჭარაში
10:03 18.07.2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძე არის ღირსეული კანდიდატი და ის დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ქვია აჭარის შემდგომი განვითარება.

ამის შესახებ კობახიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მე, პირადად, მქონდა საშუალება გამეცნო მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი. ეს არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც იყო წარმოდგენილი„ქართული ოცნების“ მხრიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ქვია აჭარის შემდგომი განვითარება. ასევე, რა თქმაუნდა, ჩვენ გავეცანით მთავრობის შემადგენლობას, რომელიც იქნა დასახელებული და მოხარული ვარ, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება ეს პროცესი დააჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეყოლება ისეთი მთავრობა, რომელიც წარმატებით გააგრძელებს ჩვენ მიერ დაწყებულ საქმეს აჭარაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბეჭდვა